ყველაფერი ერთ დაცულ სივრცეში
სრული ინფორმაცია თავსდება ერთიან, დაცულ ღრუბლოვან პორტალზე:
- ნახაზები
- რენდერები
- ტექნიკური ფოტომასალა
- მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია
- დოკუმენტები

ინტერაქტიული მოდელი
თქვენი სივრცის განახლების პროცესის დაწყებისთანავე იქმნება ობიექტის ზუსტი ციფრული ასლი - ნებისმიერი დეტალი ხელის ერთი მოძრაობით.
პლატფორმა გეხმარებათ, ყოველთვის გქონდეთ წვდომა თქვენი უძრავი ქონების ნებისმიერ ინფორმაციაზე.
სრული ინფორმაცია თავსდება ერთიან, დაცულ ღრუბლოვან პორტალზე:

მაღაზია, შოურუმი თუ გასაქირავებელი ფართი - ყველაფერს მართავთ ერთი პანელიდან, ცალკეული ცხრილებისა და მიმოწერის გარეშე.

როდესაც დააპირებთ გაყიდოთ ან გააქირაოთ თქვენი უძრავი ქონება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ბანკში წარსადგენად, ისე მყიდველთან ნდობისა და ღირებულების გასაზრდელად:

Fillet Space არის თქვენი უძრავი ქონების პირადი ციფრული პორტალი, რომელიც ერთიან დაცულ სივრცეში აერთიანებს პროექტის ყველა ფაილს, ნახაზსა და 3D მოდელს. ეს გამორიცხავს მონაცემების დაკარგვას და გაძლევთ შესაძლებლობას, აკონტროლოთ დოკუმენტაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
როდესაც თქვენი უძრავი ქონების რემონტს ან განახლებას გეგმავთ, აუცილებელია თავიდანვე დაგეგმოთ სწორად ნბესიმერი დეტალი. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს ჩვენი გუნდი და ნებისმიერ დოკუმენტსა თუ საჭირო ინფორმაციას ინახავს პლატფორმაზე, გაყიდვისა თუ გაქირავებისთვი უკვე მარტივად შეგიძლია მოიძიოთ სხვადასხვა დეტალური ანალიტიკა თუ რეპორტი, რათა შეგეძლოთ ბანკში ან მყიდველთან წარდგენა.
პორტალზე წვდომა გაწევრიანებთ ექსკლუზიურ პარტნიორთა ქსელში, სადაც მოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები მასალებსა და ავეჯზე. გარდა ამისა, ზუსტი ციფრული დოკუმენტაცია მინიმუმამდე ამცირებს სამშენებლო-სარემონტო შეცდომების ალბათობას, რაც, როგორც წესი, გაუთვალისწინებელი ხარჯების მთავარი წყაროა.
თქვენი პორტალი გარდაიქმნება ქონების მუდმივ ციფრულ აქტივად, რომელზეც გექნებათ შეუზღუდავი წვდომა. ეს არის ობიექტის ციფრული ტექნიკური პასპორტი, სადაც დაცულია ფარული კომუნიკაციებისა და გამოყენებული მასალების სრული სპეციფიკაციები - რაც აუცილებელია სამომავლო ექსპლუატაციის, სარემონტო სამუშაოებისა თუ ქონების რეალიზაციისთვის.
ყველა ძირითადი ტექნიკისა და საინჟინრო სისტემის სერვისის ვადები ინახება პორტალზე, რომელსაც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უზრუნველყოფს რემონტის/განახლების პროცესში. სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით შეტყობინებას, როდესაც გათბობის ქვაბი, ფილტრები თუ სხვა კომუნიკაციები გეგმიურ შემოწმებასა და მომსახურებას საჭიროებს.
შექმენით თქვენი ქონების ციფრული პასპორტი